Job Gear is rated 3 out of 5 in the category human resources. Read and write reviews about Job Gear. ჯობ გეარი წარმოადგენს რეკრუტინგულ კომპანიას, რომლის ძირითადი ფუნქციაა მოემსახუროს ორგანიზაციებს საჭირო და შესაბამისი პერსონალით დაკომპლექტებაში, ასევე მოემსახუროს სამუშაოს მაძიებლებს მათთვის შესაბამისი სამსახურის მოძიებით; კომპანიის მისიაა შრომის ბაზარი გახადოს უფრო მოქნილი და ხელი შეუწყოს დამსაქმებლებს და სამუშაოს მაძიებლებს ერთმანეთთან ჯანსაღი და ეფექტური კომუნიკაციის დამყარებაში. კომპანია აღიარებს თანასწორობის პრინციპს და მიიჩნევს რომ შრომის ბაზარი წარმოდგენილია მხოლოდ ორი თანაბარი უფლებების და პასუხისმგებლობების მქონე სუბიექტით „დამსაქმებლით“ და „სამუშაოს მაძიებლით“. ჯობ გეარი სთავაზობს დამსაქმებლებს შემდეგ მომსახურებებს: 1. ვაკანსიის განთავსება ჯობ გეარის პლატფორმაზე; 2. სტანდარტული რეკრუტინგული მომსახურება - რაც გულისხმობს შესაბამისი რაოდენობის განაცხადების გადარჩევას და დამსაქმებლისთვის მიწოდებას; 3. პრემიუმ რეკრუტინგული მომსახურება - რაც გულისხმობს მთლიანი შერჩევის პროცესი განხორციელებას და მზა კანდიდატის (ების) წარდგენას დამკვეთთან; ჯობ გეარი სთავაზობს სამუშაოს მაძიებლებს შემდეგ მომსახურებას 1. კონსულტაციას შრომის ბაზართან და სამუშაოს ძიებასთან დაკავშირებით; 2. კომპანიის ბაზაში სამუშაოს მაძიებლის რეგისტრაციას და შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში შეტყობინების უზრუნველყოფას; 3. ზრუნვას სამუშაოს მაძიებლისადმი რაც გულისმხობს ერთგვარ მენტორობას შრომის ბაზარზე წარმატების მისაღწევად..
Company size
1-10 employees